11-13
სექტემბერს ქ. ბორჯომში, სპორტ-კომპლექს „ოლიმპში“ 1998-1999 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა
შორის გაიმართა ევროპის 2011 წლის ჩემპიონისა და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის
მედლის პრიზიორის რევაზ ლაშხის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
ტურნირში
სხვადასხვა წონით კატეგორიებში წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის
განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭიდაობის
წრის აღსაზრდელებმა, შედეგად ბაკურ ქაჯაიამ
და გიორგი სოსელიამ მეორე ადგილი მოიპოვეს, ხოლო გიორგი ჭანტურია მესამე ადგილის მფლობელი
გახდა.
გამარჯვებულები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა
სიგელებითა და თასებით დააჯილდოვეს.