1 სექტემბერს საქართველოში მოსახლეობის
ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. დაზღვევა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა,
რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მოიცავს 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და
ზემოთ ასაკის ქალების, 65 წლის და ზემოთ ასაკის
მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირების დაზღვევას.
დაზღვევის მოსარგებლეებს პოლისით
გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც ოჯახის ექიმები, ისე საავადმყოფოს
მედ-პერსონალი. დაზღვევა ითვალისწინებს ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების,
გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონალური მომსახურების, კარდიოლოგიური და ონკოლოგიური
ოპერაციების, მშობიარობის, ასევე მედიკამენტების, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და სხვა
მომსახურების დაფინანსებას.
პროგრამის ამოქმედების პირველივე
დღიდან დღემდე შპს ხობის რაიცენტრალურ საავადმყოფოში
სულ 414-მა ბენეფიციარმა ისარგებლა სხვადასხვა
მომსახურებით, ამათგან 0-5 (ჩათვლით) ასაკის ბავშვი - 66, სტუდენტი - 7, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირი - 7 , ხოლო პენსიონერი
- 334.
ხობის მუნიციპალიტეტში ბენეფიციართა
სადაზღვევო მომსახურებას კომპანია „ალდაგი“ ახორციელებს.