ქალაქ ხობში დასრულდა ცოტნე დადიანის ქუჩა №236-სა და №238-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები.
შენობების ზემოთ გადაფარული შემოფარგლული ნაწილი - ბურული მოეწყო მეტალოკრამიტით, სახურავის ფენილის ქვეშ განთავსდა თბოიზოლაცია, შენობებზე ასევე მოეწყო წყალსაწრეტი ღარები და მილები, რითაც მოიხსნება ატმოსფერული ნალექის შეგროვებისა და წყალსადენ მილში გადაყვანის პრობლემები.
ქ. ხობში ასევე დასრულდა ცოტნე დადიანის ქ. №195 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები. მოაჯირები შეიმოსა ალუკაბონდის, ლითონის კონსტრუქციისა და ხე მასალის დეკორაციული კომბინაციით.
სამუშაოები განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რისთვისაც გათვალისწინებული იყო 130 435,44 ლარი.