„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ მიმდინარეობა ქვემო ქვალონის თემში



„სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამი ფარგლებში ქვემო ქვალონის თემის სოფლებში -  გვიმარონსა და ჭითაუშქურში სანიაღვრე არხის ამოწმენდის სამუშაოები განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ხელს შეუწყობს უხვი ნალექის დროს მოსალოდნელი პრობლემების შემცირებას. ამავე პროგრამით, ქვემო ქვალონის  სოფელ ბულიშში დასრულდა საყანე ფართობის შემოღობვის სამუშაოები, ხოლო სოფელ დურღენასა და სოფელ გიმოზგონჯილში   გზის ორმული შეკეთების სამუშაოები განხორციელდა.