10 სექტემბერს
ქ. თბილისში საქართველოს XXІV ეროვნული
ჩემპიონატის მესამე ტურის
გასვლითი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს პირველი ლიგის გუნდები, თბილისის
„ზოოვეტი“ და ხობის „კოლხეთი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული ორთაბრძოლის შედეგად ხობელმა
ფხებურთელებმა შეძლეს გუნდისთვის კიდევ ერთი 3 ქულის მოპოვება, საბოლოოდ თამაში
ხობელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ხობის „კოლხეთისთვის“
ეს ახალ სეზონზე ზედიზედ მესამე გამარჯვებაა.