ქ. ხობში, კულტურის სასახლის მიმდებარე მოედანზე, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ,,სანთლების აქცია’’ გაიმართა.
ღია ცის ქვეშ მოწყობილ ეკრანზე ნაჩვენები იქნა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და რუსული აგრესიის შედეგების ამსახველი დოკუმენტური კადრები.
საქართველოს სახელმწიფო დროშებისა და ანთებული სანთლების ფონზე საზოგადოებამ პატივი მიაგო სამშობლოსათვის თავდადებულთა ხსოვნას.
ფოტო