ხობში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მამულიშვილებს პატივი მიაგეს VIDEO


 რუსულ აგრესიას შეწირული გმირები, რომელთაც ამაყად ატარეს ქართველი მამულიშვილების სახელი 8 აგვისტოს, რუსეთ–საქართველოს ომის ოთხი წლისთავზე ტრადიციულად გაიხსენეს.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თანამშრომლებთან და ხობელებთან ერთად, ისევე როგორც გასულ წლებში, გვირგვინით შეამკეს სამშობლოსათვის დაღუპული გმირების მემორიალი.

რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული გმირების სახელის უკვდავსაყოფად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ხეთის თემში გოგა  ჭითანავას სახელობის სტადიონზე  მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა,  ხოლო 21 საათზე ქ. ხობის ცენტრში, კულტურის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს ომის თემას მიეძღვნება  „სანთლების აქცია“ და დოკუმენტური ფილმის ჩვენება ღია ცის ქვეშ დიდ ეკრანზე..

VIDEO