ქალაქ ხობში დასრულდა კოსტავას ქუჩაზე გამავალი სანიაღვრე არხის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. სამუშაოების ფარგლებში ასევე გათვალისწინებული იყო სავალი ნაწილის ორივე მხარეს გადასასვლელების მოწყობა, ყოფილი ცენტრალური აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიის ასფალატობეტონის შავი საფარით დაფარვა და რკინაბეტონის არხზე ლითონის ცხაურების მოწყობა.
სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო
ბიუჯეტის სახსრებით, რისთვისაც გამოყოფილი იყო 24,5 ათასი ლარი.
სამუშაოები შესრულდა შპს ,,შარა გზამშენი
პირველი’’-ს მიერ.
უახლოესი პერიოდისათვის
დაგეგმილია
კოსტავას ქუჩაზე, ცოტნე დადიანის ქუჩიდან სტალინის ქუჩის გადაკვეთამდე ასფალტობეტონის შავი საფარის რეაბილიტაცია.