"ოცნების" ხობის "კარდაკარის" მონაწილეებმა ანაზღაურებაზე უარი თქვეს


კოალიცია "ქართული ოცნების" ხობის რაიონის "კარდაკარის" 60-მდე მონაწილემ ანაზღაურებაზე უარი თქვა. ამის შესახებ News.ge-ს კოალიციის ხობის მაჟრიტარობის კანდიდატმა გიგა ბუკიამ განუცხადა.
მისი თქმით, "კარდაკარის" მონაწილეებმა ანაზღაურებაზე უარი მისი სოლიდარობის ნიშნად თქვეს, რადგანაც რამდენიმე დღის წინ გიგა ბუკიას კუთვნილი ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი აუქციონზე გაიყიდა.
ბუკიას თქმით, ამ მოქმედებით "კარდაკარის" მონაწილეებმა დაამტკიცეს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" სიძლიერე არა ფულში, არამედ ერთგულებაში, უანგარობასა და სიყვარულშია. 
ხობის მაჟრიტარობის კანდიდატის ინფორმაციით, მთლიანობაში "კარდაკარის" მონაწილეების ანაზღაურება დაახლოებით 10-12 ათასი ლარია.