26 აგვისტოს ქ. ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში მოეწყო შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონთან, ბრინჯაოს მედლის მფლობელთან, ხობელ მანუჩარ ცხადაიასთან. შეხვედრაზე აღინიშნა მანუჩარ ცხადაიას მიერ უკვე მიღწეული წარმატებები და მის მიერ განვლილი სპორტული ცხოვრება.
სპორტსმენს მუნიციპალიტეტის სახელით მიესალმნენ და გამარჯვებები მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მანუჩარ ცხადაიას ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ტიტულოვანმა სპორტსმენმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ხობელებს თანადგომისათვის და დასძინა, რომ საკუთარი მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობა მისთვის დიდი პატივია.