საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ხობის რაიონულ
ცენტრალურ საავადმყოფოს ესტუმრა და დაწესებულების საქმიანობას ადგილზე
გაეცნო. მინისტრმა კლინიკის თანამშრომლებთან ერთად ჯანმრთელობის
დაცვის სექტორში არსებული გამოწვევები და რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილა. ზურაბ
ჭიაბერაშვილმა
ყურადღება გაამახვილა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობაზე და ექთნებისათვის ხელფასების მომატების საკითხზე.