„ახალი მემარჯვენეების“ ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზუგდიდში ბრიფინგი გამართა



დღის თემა
17 August 2012, 14:27
“ახალი მემარჯვენეების” ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ლატარიამ დღეს ზუგდიდში ბრიფინგი გამართა და ხობის რაიონის სოფლების პრობლემებზე ისაუბრა.
მისი თქმით ხობის რაიონის სოფლები საქართველოს ხელისუფლებას წლების მანძილზე მიტოვებული ჰყავს. “შეიძლება ითქვას, რომ რაიონის არც ერთ სოფელში არ არის გზა, არ არის წყალი, არ არის გაზი, არ ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და სოფლების მოსახლეობას გაუსაძლის მდგომარეობაში უწევს ცხოვრება” – განაცხადა კახა ლატარიამ.
მისი თქმით სოციალური პრობლემების გარდა, მოსახლეობას ინფრასტრუქტურული  პრობლემები აწუხებს. “ხობის რაიონში დღეს არის სოფლები, სადაც  ავტობუსები უგზოობის გამო  ცენტრამდე ყოველდღე არ დადიან” – განაცხადა კახა ლატარიამ.

http://radioatinati.ge/news/article/radioatinati-ge-77/