მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში დაიწყო




21
აგვისტოს, ქ. ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში  სტარტი აიღო მუნიციპალიტეტის პირველობამ ფრენბურთში, რომელიც მიმდინარეობს სპორტული ფესტივალის  ,,სამეგრელო-ზემო სვანეთი 2012’’-ს  ფარგლებში. შეჯიბრებაში  მუნიციპალიტეტის თემებისა და სოფლების  12 გუნდი იღებს მონაწილეობას. ტურნირი ტარდება ოლიმპიური სისტემით, ფინალური მატჩი გაიმართება 26 აგვისტოს.