„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხობის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. მართველი გუნდიდან დასახელებული გოდერძი ბუკია დღეს სოფელ ჭალადიდსა და ახალსოფელში იმყოფებოდა და ადგილობრივებს სამოქმედო გეგმა გააცნო.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დასაქმებაა. ბუკია ადგილობრივებს დაპირდა რომ მარცვლოვანი კულტურის გადამამუშავებელ საამქროში, რომელიც რაიონში აშენდება, 500 ადგილობრივი დასაქმდება.
ბუკიას განცხადებით, სოფელ ხეთაში მასშტაბური ახალგაზრდული ქალაქიც აშენდება, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან.