ტრენინგი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით


 14 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში არასამთავრობო ორგანიაციებმა: ,,სამართლიანი არჩევნები’’ და ,,დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,’’ ჩაატარა ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთათვის თემაზე ,,ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვა.’’
         შეხვედრის მიმდინარეობისას დაისვა შეკითხვები წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეთა და მათ შორის საჯარო მოსამსახურეთა უფლებებზე, ვალდებულებებზე და მათთვის დადგენილ შეზღუდვებზე.