13 აგვისტოს, ქ. ხობში, დათა ხურცილავას სახელობის საფეხბურთო მოედანზე სტარტი აიღო მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი-ფეხბურთში, რომელიც მიმდინარეობს სპორტული ფესტივალის ,,სამეგრელო-ზემო სვანეთი 2012’’-ს ფარგლებში შეჯიბრებაში სულ 22 გუნდი იღებს მონაწილეობას. ფინალური შეჯიბრებები გაიმართება 19 აგვისტოს.