12 აგვისტოს ხობში ტრადიციული საეკლესიო-საერო დღესასწაული ,,ცოტნეობა’’ აღინიშნა. წმინდა ცოტნე დადიანის საქართველოს თავდადებულისა და აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ხობის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა.
საერო დღესასწაულის ფარგლებში, ქალაქის ცენტრში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე საღამოს გაიმართა კონცერტი, რომელიც დასრულდა დამწყები დიზაინერის სოფიო ხარჩილავას ნამუშევრების ჩვენებით თემაზე „ეროვნული კოსტიუმები“