საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით 2012-2013 სასწავლო წელი
საქართველოს საჯარო სკოლებში 2012 წლის 17 სექტემბერს დაიწყება. სკოლებში ახალი
სასწავლო წლისათვის მზადება მიმდინარეობს და ყველა სკოლა ტრადიციულად, 17
სექტემბერს სასწავლო პროცესს შეფერხების გარეშე განაახლებს.