ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდი განახლდა


        ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოგესალმებათ განახლებული ვებგვერდის საშუალებით
      გამგეობის ოფიციალური ვებგვერდის რეკონსტრუქციისას ჩვენი მიზანი გახლდათ ინფორმაციულად უფრო დატვირთული და ვიზუალურად და თემატურად მრავალფეროვანი გამხდარიყო იგი - სრულად აესახა არამარტო ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სტრუქტურა და მისი საქმიანობა, არამედ სრულად მოეცვა მუნიციპალიტეტში არსებული სახელმწიფო, ადგილობრივი, თუ კერძო სტრუქტურების სამოქმედო სფეროები, მათი მიზნები და ამოცანები. უფრო მეტად საჯარო გაგვეხადა თუნდაც თითოეულ უწყებაში დასაქმებული მოსამსახურის ვინაობა და მათი საქმიანობა... და ყველაზე მთავარი: შესაძლებლობის ფარგლებში სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის როგორც მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი ცხოვრების შესახებ, ასევე მისი ისტორიისა და გეოგრაფიული ღირსშესანიშნაობების თაობაზე.
      ვებგვერდის ინფორმაციულ სრულყოფაზე მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს და მისი ცალკეული გვერდები დამუშავევებისა და განახლების სტადიაშია.
      ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა მზადყოფნას გამოხატავს, მიიღოს ნებისმიერი კონსტრუქციული წინადადება, რაც ვებგვერდს უფრო საინტერესოს გახდის ვებგვერდის სტუმრებისათვის.