დასრულდა ჟურნალისტ გოგი ბუკიას სახელობის ტურნირი
ნარდში, რომელიც გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის,
ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში.
ტურნირი სათავეს იღებს ფონდ „ხობის“ ინიციატივით წამოწყებული გათამაშებიდან, რომელსაც
ორგანიზებას უწევს ნარდის მსოფლიო ფედერაცია და შეტანილია საერთაშორისო გათამაშებების
ცხრილში.
ტურნირის გამარჯვებული გახდა ხეთის თემის მცხოვრები ნუკრი ბუკია
, მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად კუკურ ქაჯაიამ და ვაჟა ბერიშვილმა გადაინაწილეს,
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი
საჩუქარი _ ნარდი .
გამარჯვებული გაემგზავრება 3-5 აგვისტოს, ჩაქვში, სასტუმრო „ოაზის’-ში
დაგეგმილ გოგი ბუკიას სახელობის მეექვსე საერთაშორისო ნარდის ტურნირში.