ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“ „არტ-გენის“ ფესტივალზე


22 ივლისს თბილისის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „არტ-გენის“ ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლეფში კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულმა შემსრულებლებმა. მათ შორის იყო ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“, ანსამბლი წელს უკვე მეშვიდედ იღებს ფესტივალში მონაწილეობას. ფესტივალის მიზანია საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია, ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ასევე ყოველი მოძიებული მასალის დაარქივება და შენახვა მომავალი თაობებისთვის.