დიანა ლომაიას მორიგი წარმატება ევროპის თასის გათამაშებაზე



13 ივლისს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა ევროპის თასის გათამაშება ჭადრაკში, რომელშიც 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ნორჩი მოჭადრაკეები იღებდნენ მონაწილეობას. ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭადრაკის წრის აღსაზრდელმა დიანა ლომაიამ (მწვრთნელი: ირაკლი გეთია) და 8 წლამდე გოგონათა შორის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. ევროპის თასის გათამაშება ნორჩ მოჭადრაკეთა შორის ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის სილვიო დანაილოვის პატრონაჟით ჩატარდა და მასში 9 ქვეყნის 200-ზე მეტი მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. ტურნირი ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა.