პრეზიდენტის ვიზიტი ხობის მუნიციპალიტეტში


საქართველოს პრეზიდენტი დასავლეთ საქართველოში ვიზიტისას ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის თემს  ესტუმრა. მოსახლეობასთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება სოციალურ და სამომავლოდ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა და სახელმწიფო ხელისუფლების  მთავარ პრიორიტეტებს შეეხო, როგორიცაა დასაქმება და სოფლის მეურნეობა. პრეზიდენტმა ამომწურავად ისაუბრა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ქართველი გლეხისთვის და საერთოდ ქვეყნის მომავლისთვის განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია.