„სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამა“ გრძელდება


ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გრძელდება „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ დაფინანსებული სამუშაოების განხორციელება. პროგრამის ფარგლებში ქარიატის თემის სოფელ გაღმა ქარიატაში კლუბის სარემონტო სამუშაოები დასრულდა. სოფლის ცენტრში არსებულ კლუბის შენობას, რომელიც წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო, მიმდინარე წელს მოსახლეობის საერთო გადაწყვეტილებით ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ასევე, პროგრამის ფარგლებში დასრულდა სოფელ პატარა ფოთის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები.