5-8 ივლისს ქ. ბათუმში გაიმართა მე-8 საერთაშორისო ტურნირი „პრეზიდენტის თასი“ კარატეში, სადაც 7 ქვეყნის სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ტურნირში 14-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, მინუს 52 კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა ხობელმა გოგა კორტავამ (მთ. მწვრთნელი ბ. სულამანიძე), რომელიც W.K.F. და W.S.K. F. სახეობებში მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ღონისძიება საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით, სიგელებითა და თასებით.