„სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამა“ გრძელდება


ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გრძელდება „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ დაფინანსებული სამუშაოების განხორციელება.
 პროგრამის ფარგლებში შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები: საჯიჯაოს თემის სოფელ ზენში განხორციელდა სანიაღვრე არხის ამოწმენდის სამუშაოები, ნოჯიხევის თემის სოფელ დასახლებაში წყალსადენის მოწყობის სამუშაოები იქნა შესრულებული, ხოლო ნოჯიხევის თემის სოფელ კუთხე ნოჯიხევში დასრულდა გზის ორმული შეკეთება, რომელიც წვრილმარცვლოვანი   ასფალტბეტონით იქნა შესრულებული.