
გარდამავალ ეტაპზე 21 ივნისიდან 11 სექტემბრამდე უზრუნველყოფილი იქნება პოლიციის - 122, სახანძრო-სამაშველო სამსახურის - 111 და სასწრაფო სამედიცინო დახმარების - 113 გამოძახების არსებული მოკლე ნომრების და საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ახალი ერთიანი მოკლე ნომრის - 112-ის ერთობლივი მოქმედება.
საგანგებო სამსახურების გამოძახების წესი უცვლელია და მათ გამოსაძახებლად ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება მხოლოდ შესაბამისი სამსახურების მოკლე ნომრები-122,111,113 ან მხოლოდ მოკლე ნომერი - 112.
მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო (ექსტრემალური) სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი მოკლე სპეციალური ნომერი 112 რომელიც სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების გამოსაძახებლად.
დაცვის პოლიციის-№125 და გაზის საავარიო სამსახურების-№114 გამოძახების არსებული მოკლე ნომრები და მათი გამოყენების წესები უცვლელი რჩება.
http://www.khobi.ge/index.php?location=tree_elements&id=168&slave=0&lang=