ნორჩი მოჭადრაკეების წარმატება


15-17 ივნისს ქ. თბილისში  ჩატარდა ჭადრაკის სასახლის ღია პირველობა ჭადრაკში, ე.წ. საკვალიფიკაციო ტურნირი სპორტის ოსტატობის კანდიდატის I, II, III, IV, V თანრიგის მოსაპოვებლად, სადაც წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ნორჩმა მოჭადრაკეებმა. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
სპორტის ოსტატობის კანდიდატობაზე ამირან შონია III ადგილის მფლობელი გახდა. 
I თანრიგი ლუკა შამუგია - I ადგილი
II თანრიგი გიორგი ლატარია - I ადგილი
III თანრიგი დიანა ლომაია - III ადგილი
IV თანრიგი ცოტნე ესებუა - I ადგილი
V თანრიგი თემური კვიკვინია - I ადგილი