19-20 ივნისს ქ. ფოთში გაიმართა მე-16 საერთაშორისო ტურნირი კარატე დო-ში, სადაც 200-მდე სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ტურნირში წარმატებით იასპარეზა ხობელმა გოგა კორტავამ (მთ. მწვრთნელი ბ. სულამანიძე), რომელიც კარატე შოტოკან დოსა და კუმიტეს სახეობებში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით, სიგელებითა და თასებით.