„სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამა“ გრძელდება


ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გრძელდება „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ დაფინანსებული სამუშაოების განხორციელება.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სახის სამუშაოები: გურიფულის თემის სოფელ პირველ გურიფულსა და სოფელ ყულევში განხორციელდა სანიაღვრე არხის ამოწმენდის სამუშაოები, სოფელ ყულევში  დამონტაჟდა წყლის ავზები, სოფელ ძველ ხიბულაში საყურაშვილოს უბანში დასრულდა  გზის ორმული შეკეთება, ხოლო საჯიჯაოს თემის სოფელ ზუბში -  საყანე ფართობის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.