ხობელი სპორტსმენების მორიგი წარმატება მძლეოსნობაში


15-17 ივნისს ქ. თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართა 1995-1997 წლებში დაბადებულ მძლეოსანთა საქართველოს პირად-გუნდური ჩემპიონატი, სადაც წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის  მძლეოსნობის წრის აღსაზრდელებმა. ვაჟთა შორის 800 მ. და 1500 მ. რბენაში  პირველი ადგილის მფლობელი  ჯიმშერ ბუკია გახდა, ხოლო შუბის ტყორცნაში  პირველ  ადგილზე  გიორგი კორტავა გავიდა. გოგონათა შორის  ბირთვის კვრაში მესამე ადგილი  მედეა ჯანანაშვილმა დაიკავა.
  რაც შეეხება გუნდურ შეჯიბრს, 99,3 ქულით ხობის გუნდი მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
გამარჯვებულები საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციისგან შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.