ხობის მუნიციპალიტეტში დამისამართებისა და ქუჩების სახელწოდებების მინიჭების პროცესი გრძელდება. დამისამართების პროცესში, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განსახილვევად წარედგინა მასალები ზემო ქვალონის, პირველი მაისის, ხეთისა და საჯიჯაოს თემებში არსებულ ქუჩებზე განთავსებული ობიექტების ნუმერაციისა და ქუჩების სახელდების თაობაზე. პროექტი „დამისამართების სისტემის განვითარება საქართველოში“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით ხორციელდება, რომლის მთავარი დონორია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA). პროექტში მონაწილეობენ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის სააგენტოს, საოლქო საარჩევნო კომისიებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარებას და რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესებას. 2012 წლის განმავლობაში აღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.