ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მკლავჭიდში

6 ივნისს ხობში 17 წლამდე ჭაბუკთა შორის გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მკლავჭიდში, რომელშიც 70 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ტურნირი სხვადასხვა წონით კატეგორიებში გაიმართა და გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. ტურნირის ფარგლებში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე დასახელდა აბსოლუტურ ჩემპიონატში გამარჯვებული სპორტსმენები, პატარებში გამარჯვება ამბაკო ქანდარიამ მოიპოვა, ხოლო დიდებში აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულს ევროპისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვილენ გაბრავა დაეუფლა. ტურნირი ჩატარდა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მკლავჭიდის ჯგუფის მწვრთნელ-მასწავლებელთა ორგანიზებით (კობა თუთბერიძე, ჯემალ შეროზია). გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
VIDEO