ხობის მუნიციპალიტეტში, „ფერმერთა მომსახურების ცენტრში“ კომპანია „აგროგეო +“-ს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებულებთან. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სამომავლო გეგმები და პროექტები, რომელიც ითვალისწინებს მოსავლიანობის გაზრდასთან დაკავშირებით ფერმერებისთვის სემინარების ჩატარებას, ამერიკულ პეპელასთან ბრძოლის ტექნოლოგიების გაცნობას და სხვა. კომპანია ”აგროგეო +” მომხმარებელს სთავაზობს მცენარეთა დაცვის საშუალებებს და ნებისმიერ ერთწლიანი კულტურის თესლებს. იგი ახორციელებს სოფლის მეურნეობაში სასუქების, პესტიციდების, თესლებისა და სხვათა იმპორტს, წარმოებასა და დისტრიბუციას. შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა ღურწკაია, გამგებლის მოადგილე ბესიკ ნაჭყებია და გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ანატოლი სიჭინავა.