ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გრძელდება „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ დაფინანსებული სამუშაოების განხორციელება. პროექტის ფარგლებში, ახალსოფლის თემში, სოფელ გაღმა პირველი ხორგაში (საშონიოს უბანი) სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოები ასევე დასრულდა სოფელ პირველ ხორგაში, სადაც მოეწყო მინი სპორტული მოედანი - შეიცვალა მავთულბადიანი პანელები, კარის ბადეები, დასაჯდომი ადგილები შეკეთდა ხის ძელაკებით, აღდგენილ იქნა განათების ფარები და დასრულდა სამღებრო სამუშაოები.