დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მინიფეხბურთში

29 მაისს დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს თასის გათამაშებაზე მინიფეხბურთში, რომელშიც 28 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ტურნირის გამარჯვებული და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს თასის ღირსეული მფლობელი ხობის ფეხბურთელთა გუნდი „კოლხეთი“ გახდა, მეორე ადგილზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ხობის გუნდმა „რუსთაველი“. გამარჯვებულები და პრიზიორები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ თასებითა და სიგელებით დააჯილდოვა. ჩემპიონატი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.