Skip to main content
ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მინიფეხბურთში დაიწყო
18 მაისს დაიწყო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს თასის გათამაშებაზე მინიფეხბურთში. შეჯიბრებაში 28 გუნდი იღებს მონაწილეობას. ტურნირი ჭალადიდის თემში, ხელოვნურსაფარიან მინისტადიონზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ხიბულის გუნდების თამაშით გაიხსნა. ფინალური მატჩი გაიმართება 30 მაისს. ჩემპიონატი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.