26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს მიულოცა. „ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ და თითოეული ჩვენგანის, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე რიგითი მოქალაქეების ვალია მათზე ყოველდღიური ზრუნვა. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ პირად ბედნიერებას, სტაბილურ, ჯანსაღ გარემოსა და მშვიდობას“ - ბენეფიციარებთან საუბრის დასასრულს დასძინა გამგებელმა.