26 მაისს ხობის მუნიციპალიტეტში, კულტურის სახლის წინ, ღია სცენაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებული საესტრადო, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები. საზეიმო ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.