21 მაისს პოლონეთში გამართულ მკლავჭიდელთა ევროპის ჩემპიონატზე, კიდევ ერთხელ წარმატებული აღმოჩნდა ხობელი სპორტსმენის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გენადი კვიკვინიას ასპარეზობა, რომელმაც 110 კგ წონით კატეგორიაში მარჯვენა და მარცხენა მკლავით შეძლო მეტოქეების დამარცხება, შედეგად, ორი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.