16 მაისს ხობის მუნიციპალიტეტში მატლის ახალი სახეობის გავრცელებასთან დაკავშირებით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა სპეციალური მანქანებითა და შესაბამისი ხსნარებით შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო. „მწერის სახეობა თბილისიდან ჩამოსული სპეციალისტების მიერ იქნა დადგენილი და როგორც აღმოჩნდა ეს არის „ოქროკუდას“ სახელით ცნობილი მწერი, რომელიც ხეხილისა და ტყის ფოთლოვანი ჯიშების საშიში მავნებელია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჩვენს მიერ ყველა პირველადი ღონისძიება იქნება გატარებული, რაც აუცილებელია მათი განადგურებისთვის“ - აღნიშნა გამგებელმა.