ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა ღურწკაია განაგრძობს მუნიციპალიტეტის დასახლებებში მოსახლეობასთან შეხვედრებს. მორიგი შეხვედრა 14 მაისს ხობში, გამსახურდიასა და გორგასლის ქუჩაზე გაიმართა, სადაც ადგილზე მოხდა მოსახლეობისთვის პრობლემური საკითხების განხილვა. მოსახლეობის მხრიდან ძირითად პრობლემად დაისვა გზების მოხრეშვისა და სანიაღვრე არხების ამოწმენდის საკითხი. შეხვედრაზე გამგებელმა მოსახლეობას გააცნო უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის მასშტაბით განსახორციელებელი გეგმები და პროექტები. ასევე, ერთობლივად განიხილეს საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი, რისთვისაც მოსახლეობის მოთხოვნით ტექნიკა დამატებით იქნა გამოყოფილი.