12 მაისს ხობის კულტურის სახლში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ინტელექტ კლუბის „რა? სად? როდის?” ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ინტელექტუალური ჩემპიონატი „რა? სად? როდის?“, რომელშიც მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლის მე-6 - მე-12 კლასის მოსწავლეები გუნდური პრინციპით იღებდნენ მონაწილეობას. ტურნირის პირველ ეტაპზე მათ 24 კითხვას გასცეს სწორი პასუხი, რის შედეგადაც გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები: პირველი ადგილის მფლობელი ხობის №2 საჯარო სკოლა გახდა, მეორე ადგილი - ნოჯიხევის მეორე საჯარო სკოლამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ხობის №1 საჯარო სკოლა გავიდა. გამარჯვებული გუნდები ფასიანი საჩუქრებით ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 9 ივნისს თბილისში, 69 მუნიციპალიტეტის გამარჯვებულ გუნდებს დაუპირისპირდება.