საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 6 ოქტომბრის N 812 ბრძანებულებით ყოველი წლის მაისის პირველი კვირა გამოცხადებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კვირეულად. წელს იგი მეორედ აღინიშნება. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა ჩაატარა საინტერესო ღონისძიებები. მონიტორინგი განხორციელდა ისტორიულ ძეგლებზე ხეთასა და ძველ ხიბულაში, დათვალიერებულ იქნა: ხეთის წმ. მთავარანგელოზთა და წმ. თევდორეს სახელობის ეკლესიები, ხიბულის „ჯიხა“ და საქარცხიოს ძველკოლხური პერიოდის ძეგლი, სახელწოდებით „ნაოხვამუ“. ამ ძეგლების შესახებ ჩატარდა საუბრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის ძეგლთა დაცვის საკითხებში გ. ჩიტაია შეხვდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ესაუბრა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიული ძეგლებისა და ახალი აღმოჩენების შესახებ, ხაზი გაესვა იმას, რომ ტერიტორიულად ხობის მუნიციპალიტეტს შავიზღვისპირეთის ცენტრალური ადგილი უკავია, ამ მიდამოებში მიმდინარეობს ახალი ქალაქების ანაკლიისა და ლაზიკას მშენებლობა, რაც უდაოდ ზრდის ხობის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლების მნიშვნებლობასა და როლს ტურისტულული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ეს ყველაფერი უაღრესად დადებითად იმოქმედებს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კვირეული დაგვირგვინდა განსაკუთრებული აქციით, გამგეობის სამსახურის სპეციალისტების გ. ჩიტაიას, ლ. ჭითანავას და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსის დ. ჭითანავას შემადგენლობით 6 მაისს ხეთის თემში „საჭითანოს“ უბანში ძველკოლხური პერიოდის ნამოსახლარი დააფიქსირეს. იქვე იპოვეს არქეოლოგიურად მთელი, პირგადაშლილი დოქი. სათანადო სამუშაოების ჩატარების შემდეგ მოხერხდა მისი რესტავრაცია და იგი უახლეს დღეებში ხეთის მუზეუმს გადაეცემა.