3 მაისს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩი, სადაც ერთმანეთს პირველი ლიგის გუნდები, ხობის „კოლხეთი“ და ახალციხის „მესხეთი“ დაუპირისპირდნენ. თამაში დასაწყისიდანვე ხობელთა უპირატესობის წარიმართა. პირველი ტაიმის დასაწყისში, პირველი გოლის ავტორი გელა ლომაია გახდა, ხოლო მეორე გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გიორგი ქირიამ გაიტანა, რითაც გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 2:0 ხობის „კოლხეთის“ გამარჯვებით დასრულდა.