9 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, სამოდელო სააგენტო „კატრინის” ორგანიზებითა (პრეზიდენტი ეკა მგალობლიშვილი) და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო სამოდელო კონკურსის „მის თინეიჯერი 2012“ შესარჩევი ტური, სადაც მონაწილეობას 75 კონკურსანტი იღებდა. კონკურსი გაიმართა ორ ასაკობრივ ჯგუფში 4-დან 14-წლამდე და 15-დან 19-წლამდე. შერჩევის შედეგად გამოვლინდა 20 კონკურსანტი, რომლებიც 12 მაისს ანაკლიაში, „მის თინეიჯერი სამეგრელო-ზემო სვანეთის“ რეგიონალურ ჩვენებაზე მიიღებენ მონაწილეობას.