12 მაისს მეხანძრეთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ. „ეს არის სამსახური, რომელსაც პროფესიათა შორის ერთ-ერთი ყველაზე რთული მისია აკისრია. ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმ თავდადებისა და მამაცობისთვის, რომელსაც თქვენ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იჩენთ“ - აღნიშნა გამგებელმა. ასევე, პროფესიული დღე მეხანძრეებს ხობის მუნიციპალიტეტის „საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირების“ თავმჯდომარემ დიანა ჯანჯღავამ მიულოცა, რომელმაც წმ. გიორგის ხატი და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა საჩუქრად.