უწყებათაშორისი კომისია ყველა იმ ფაქტით დაინტერესდება, რომელსაც პოლიტიკური დევნის სტატუსი მიენიჭა.
კომისიის წევრი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ომისიაში ორი შემთხვევა განიხილება, რომელსაც ოპოზიცია პოლიტიკური დევნის სტატუს ანიჭებს.
მისი თქმით, ერთი ფაქტი ასპინძაში დაფიქსირდა და გამოძიებულია, და მეორე შემთხვევა კი ხობში მომხდარ მოვლენას ეხება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს განიხილავს, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევას და ამ მიმართულებით საქმეს აღძრავს. თუმცა "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ეს იყო არა შემთხვევა, არამედ გამიზნული თავდასხმა „ქართული ოცნების“ ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელზე, მამუკა ქარდავაზე. ეკა ზღულაძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები მოტივირებულები არიან აღნიშნული საქმე გაიხსნას და საქმის გამოძიებაში დახმარებისთვის სპეციალური ჯილდო 10 ათასი ლარი დააწესეს.