ხობის მუნიციპალიტეტის
გამგებელი გოგა ღურწკაია განაგრძობს მუნიციპალიტეტის
დასახლებებში მოსახლეობასთან შეხვედრებს. მორიგი შეხვედრა 4 აპრილს, შუა ხორგისა
და ქარიატის თემებსა და სოფელ ყულევში გაიმართა, სადაც ადგილზე მოხდა მოსახლეობისათვის
პრობლემური საკითხების განხილვა.
მოსახლეობის მხრიდან
ძირითად პრობლემად დაისვა გზების მოხრეშვის, სოფლის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა და
სანიაღვრე არხების ამოწმენდის საკითხი, ასევე, ნაპირსამაგრი სამუშაოების აუცილებლობა,
რომელიც მდინარის ადიდების შემთხვევაში საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებსა და სახნავ-სათეს
მიწებს.
შეხვედრაზე გამგებელმა
მოსახლეობას გააცნო უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის მასშტაბით განსახორციელებელი
გეგმები და პროექტები, ასევე, „სოფლის მხარდაჭერის
პროგრამით“ ჩასატარებელი სამუშაოები, რომელიც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით
იქნა შერჩეული. გამგებელი სოფლის მაცხოვრებელთ საგაზაფხულო სამუშაოების ნორმალურად
წარმართვისათვის ტექნიკის მობილიზებას დაპირდა.
„ადგილზე შესწავლილი და მოსახლეობისგან მიღებული
ინფორმაცია მაძლევს საშუალებას დავსახო სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება
არსებული პრობლემების ეტაპობრივი განხორციელება.“- აღნიშნა გოგა ღურწკაიამ.