28-29 აპრილს, ხობის №1 საჯარო სკოლის დარბაზში, გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. წონითი კატეგორიების მიხედვით გამარჯვება მოიპოვეს: 29 კგ - ლუკა გულუა (ხობის №1 საჯარო სკოლა), 32 კგ - ნუგზარ წურწუმია (ნოჯიხევის საჯარო სკოლა), 36 კგ - ნიკა ყორშია (ხობის №2 საჯარო სკოლა), 40 კგ - შოთა იოსავა (შუა ხორგის საჯარო სკოლა), 46 კგ - ჯონი ხეცურიანი (საჯიჯაოს საჯარო სკოლა), 52 კგ - ვარლამ კვარაცხელია (შუა ხორგის საჯარო სკოლა), 59 კგ - ბაკურ შენგელია (ხობის №1 საჯარო სკოლა), 59 კგ-ს ზევით - იპოლიტე ქანთარია (ხობის #2 საჯარო სკოლა). გამარჯვებულები სიგელებითა და თასებით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ დააჯილდოვა. ჩემპიონატი გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.